სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება რეგისტრაციას აცხადებს.
ტრენინგი განკუთვნილია საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს; სასწავლო პროექტების განხორცილებისას ისტ-ის ინტეგრირების საკითხებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად; ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვას, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 2 კრედიტი.
რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 29 აპრილის ჩათვლით.
ტრენინგის ხანგძლივობა 9 დღე.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს


 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგებზე რეგისტრაციას იწყებს. ტრენინგები განკუთვნილია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად განაწილებული პედაგოგებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.
სატრენინგო პროგრამა ხელს შეუწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის მობილიზებას, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების და ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებას. ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი და დახვეწონ ტესტის შევსების ტექნიკა.
სატრენინო პროგრამის „ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის“ გავლა უფასოა საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს. 

0 коммент.:

Отправить комментарий